მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგგანხორციელებული დევნა

220 Views

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნის შემთხვევებს ასახავს.

ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები, მათ შორის მიზანმიმართული ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა, გადაღების აკრძალვა, ტელეფონებისა და კამერების წართმევა/დაზიანება, დაჯარიმება, მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და უკანონო დაკავებები. მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების არაპროპორციული და მიზანმიმართული გამოყენების შედეგად.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც 2025 წლის იანვარში ბათუმში დააკავეს და აგვისტოში 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მედიის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წარმოადგენს.

მრავალრიცხოვანი ძალადობის შემთხვევების მიუხედავად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არც ერთ ფაქტზე პასუხისმგებელი პირი არ არის იდენტიფიცირებული ან დასჯილი.

No comments