მედიის ინსტიტუტის მიზნები:

● საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა დოკუმენტებით საყოველთაოდ აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა და პოპულარიზაცია;
● ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის განვითარებას საქართველოში;
● ხელი შეუწყოს თავისუფალი მედია გარემოს შექმნას, მედიის ანგარიშვალდებულების და თვითრეგულირების მექანიზმების განვითარებას;
● ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამოხატვის თავისუფლების საკითხებში;
● ხელი შეუწყოს სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ადამიანის უფლებათა დაცვას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას;


მედიის ინსტიტუტის ამოცანები:

● სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებათა სფეროში პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
● გამოხატვის თავისუფლების შესახებ ბიბლიოთეკებისა და ვიდეოთეკების შექმნა;
● პერიოდული მოხსენებების მომზადება საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ;
● საზოგადოებრივი კამპანიების წარმოება და გამოხატვის თავისუფლების პოპულარიზება;
● კონფერენცია–სემინარებში, შეხვედრებში, საჯარო დისკუსიებში, შემოქმედებით კონკურსებში, საქველმოქმედო, სამშვიდობო და სხვა კანონით ნებადართულ აქციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
● უფლებაშელახული ჟურნალისტებისა და აქტივისტებისათვის დახმარების (იურიდიული, სამედიცინო, ფსიქო–სოციალური და სხვ.) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
● ვიდეო, აუდიო, ფოტო და ბეჭდური პროდუქციის შექმნა და გავრცელება; ალტერნატიული მედია საშუალებების განვითარება;
● მედია საშუალებების სოლიდარობის ხელშეწყობა;
● საინფორმაციო–ანალიტიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო საქმიანობა და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
● ჟურნალისტების რეგიონალური ქსელის სტიმულირება; მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობას წარმართვა;
● სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა; მედია მონიტორინგის ჩატარება;
● ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის ხელშეწყობა მედიაში; სიძულვილის ენის და სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
● მედიის მრავალფეროვნების განვითარება;
● კონფლიქტურ ზონებში ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და პროფესიული გაშუქება;
● საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება;
● სტუდენტური მედია საშუალებების წახალისება და ჟურნალისტური განათლების ამაღლება;
● საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;