მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონო შეზღუდვებზე სახელმწიფოს რეაგირებას, საჯარო განცხადებების ანალიზს.
მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნის შემთხვევებს ასახავს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები, მათ შორის მიზანმიმართული ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა, გადაღების აკრძალვა, ტელეფონებისა და კამერების წართმევა/დაზიანება, დაჯარიმება, მზღუდავი […]
მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობისა და პოლიტიკური ნიშნით მონაწილეთა დევნის პრაქტიკა. ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად არაპროპორციულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა. 2024 წლის 13 დეკემბრიდან კი რეპრესიულმა პოლიტიკამ საკანონმდებლო სივრცის მრავალი ასპექტიც მოიცვა, რითაც არსებითად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კერძოდ: ადმინისტრაციული […]
მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული დევნა საჯარო სექტორში დასაქმებული პირების წინააღმდეგ.ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაახლოებით, 700 პირი, რომელთა დიდმა ნაწილმაც ერთობლივ განცხადებაზე ხელის მოწერით გამოხატა საკუთარი პოზიცია ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით.გათავისუფლებულ საჯარო […]
მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო აქტივისტების, საქველმოქმედო ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე განხორციელებულ თვითნებურ საგამოძიებო მოქმედებებს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, უფლებადამცველების დაშინებისა და დევნის მიზნით დაფიქსირდება სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების მიერ სისტემური ჩხრეკისა და ამოღების თვითნებური ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდებოდა ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის […]
English
ქართული




