Yes – to Europe, no – to Russian law!

We, the Georgian media and non-governmental organizations, vehemently oppose the Russian law reintroduced by the authorities. “Georgian Dream” breaking its own word and deceiving people is directed not only against Georgian media and Georgian non-governmental organizations but also against every citizen and the European future of Georgia. Georgian non-governmental organizations help people. Passing this Russian […]

Read more »

კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და […]

Read more »

მედიის ინსტიტუტი მიმდინარე პროტესტის ფარგლებში ჩადენილ უფლებადარღვევებზე რეაგირებისა და საჯარო განცხადებების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა  ანგარიში, რომელიც ასახავს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონო შეზღუდვებზე სახელმწიფოს რეაგირებას, საჯარო განცხადებების ანალიზს.

Read more »

მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგგანხორციელებული დევნა

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნის შემთხვევებს ასახავს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები, მათ შორის მიზანმიმართული ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა, გადაღების აკრძალვა, ტელეფონებისა და კამერების წართმევა/დაზიანება, დაჯარიმება, მზღუდავი […]

Read more »

პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნა

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობისა და პოლიტიკური ნიშნით მონაწილეთა დევნის პრაქტიკა.   ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად არაპროპორციულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა. 2024 წლის 13 დეკემბრიდან კი რეპრესიულმა პოლიტიკამ საკანონმდებლო სივრცის მრავალი ასპექტიც მოიცვა, რითაც არსებითად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კერძოდ: ადმინისტრაციული […]

Read more »

მედიის ინსტიტუტი HelsinkiPlus50 კონფერენციაზე

31 ივლისს, ჰელსინკიში, #HelsinkiPlus50 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება „50 წელი ჰელსინკის შემდეგ: რეპრესიული ტენდენციები და სამოქალაქო საზოგადოების პასუხები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ადვოკატირების მიმართულებით მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა.   ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებასა და უფლებადამცველების დევნაზე. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა […]

Read more »

მედიის ინსტიტუტი საჯარო სექტორში დასაქმებულთა წინააღმდეგგანხორციელებული დევნის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული დევნა საჯარო სექტორში დასაქმებული პირების წინააღმდეგ.ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაახლოებით, 700 პირი, რომელთა დიდმა ნაწილმაც ერთობლივ განცხადებაზე ხელის მოწერით გამოხატა საკუთარი პოზიცია ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით.გათავისუფლებულ საჯარო […]

Read more »

საპროტესტო აქციების კონტექსტში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება

საერთაშორისო ადვოკატირების მიმართულებით მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების თემაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – “საპროტესტო აქციების კონტექსტში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება” მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 59-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა, სადაც გამომსვლელებმა გაეროს Model Protocol-ის ციფრული კომპონენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში არსებული სიტუაცია მიმოიხილა და ყურადღება […]

Read more »

მედიის ინსტიტუტმა ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ თვითნებურისაგამოძიებო ქმედებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო აქტივისტების, საქველმოქმედო ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე განხორციელებულ თვითნებურ საგამოძიებო მოქმედებებს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, უფლებადამცველების დაშინებისა და დევნის მიზნით დაფიქსირდება სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების მიერ სისტემური ჩხრეკისა და ამოღების თვითნებური ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდებოდა ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის […]

Read more »

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიას საქმესთან
დაკავშირებით

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს1 მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 […]

Read more »

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს […]

Read more »

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები […]

Read more »