მედიის ინსტიტუტი HelsinkiPlus50 კონფერენციაზე

228 Views

31 ივლისს, ჰელსინკიში, #HelsinkiPlus50 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება „50 წელი ჰელსინკის შემდეგ: რეპრესიული ტენდენციები და სამოქალაქო საზოგადოების პასუხები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ადვოკატირების მიმართულებით მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა. 

▪ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებასა და უფლებადამცველების დევნაზე. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და რეპრესიული გარემოს თემის ანალიზს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობაზე, დისკრედიტაციის კამპანიებსა და პოლიტიკური დევნის მექანიზმებზე. 

📌კონფერენცია OMCT-სა და FIDH – International Federation for Human Rights-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

No comments