საპროტესტო აქციების კონტექსტში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება

172 Views

საერთაშორისო ადვოკატირების მიმართულებით მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების თემაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – “საპროტესტო აქციების კონტექსტში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება” მიიღო მონაწილეობა.

▪️ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 59-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა, სადაც გამომსვლელებმა გაეროს Model Protocol-ის ციფრული კომპონენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

▪️შეხვედრის ფარგლებში, მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში არსებული სიტუაცია მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რისკებზე, რომელთა წინაშეც საქართველოში პროტესტის მონაწილეები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები დგანან.

▪️მედიის ინსტიტუტმა მოუწოდა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს, მიიღონ ზომები საქართველოს მიმართ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად.

No comments