
ზეინაბ მეხდიევა – ფილოლოგი
ქალი არა მხოლოდ უბრალოდ პიროვნება, ქალი დედაა. ქალების საზოგადოებაში არსებობის მიზეზი მათი ფუძემდებლობაა. ქალი დიდ ძალას წარმოადგენს. ქალს აქვს გამბედაობა აღადგინოს სამყარო თავისი გონებითა და გამბედაობით…! ქალს თავისი გონებითა და გამბედაობით შესწევს ძალა სამყარო აღადგინოს…! დღესდღეობით, საზოგადოებაში ძლიერი ქალების არსებობის პარალელურად, ათასობით ქალი ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას, რის გამოც ოჯახური ზეწოლის, სოციალური ზეწოლის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან… ზოგიერთი ადამიანისთვის ქალი, დაქორწინების, შვილების გაჩენის, საოჯახო საქმეების შესრულებისათვისა და ქმრის მხრიდან ძალადობისა და ყოველი შეურაცხმყოფელი სიტყვის ასატანად არის გაჩენილი. მაგრამ ეს ძალიან მცდარი აზრია. ქალებს აქვთ მმართველობის ძალა. მათ შეუძლიათ თავიანთი მახვილგონივრული და ძლიერი გრძნობებით ყველაფერი გააკეთონ. რადგან საზოგადოების მამრობითი სქესის წევრებმა ეს იციან, ისინი გოგონების დაბადებისთანავე მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. შენ გოგო ხარ სახლში უნდა იყო, შენ გოგო ხარ არ უნდა ისწავლო, შენ ქალი ხარ საოჯახო საქმეები უნდა აკეთო და ა.შ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გვსურს მივიღოთ ჯანსაღი საზოგადოება, ნაცვლად ჩვენი ქალიშვილებისათვის აკრძალვების დაწესებისა, ჩვენი ვაჟები სწორად უნდა აღვზარდოთ და ვასწავლოთ როგორ მოიქცნენ მანდილოსნებთან მიმართებაში. ჩვენ ვაჟებს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ქალი არ არის მხოლოდ სექსუალური ობიექტი და რომ ის სიცოცხლის არსია. მაშინ შევძლებთ ვიცხოვროთ უსაფრთხო და ჯანსაღ საზოგადოებაში.
ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში ქალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მე მივეკუთვნები, არის ის, რომ ისინი ცხოვრობენ მამაკაცზე დამოკიდებულ მდგომარეობაში, ხოლო მათი თავისუფლების არეალი დამოკიდებულია მამაკაცის ნებაზე. დღეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აფასებს ქალებს, რომლებიც ითხოვენ თავიანთ უფლებებს და აჩვენებენ თავიანთ პოზიციას საზოგადოებაში. უმეტესობა კი გმობს და შურს მათი.
ეთნიკურ უმცირესობებში მიუღებელია ზოგიერთი ქალის კაცებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, საკუთარი უფლებების დაცვა, განათლების მიღება და ფეხზე მყარად დგომა. რადგან კარგად იციან რას ნიშნავს განათლებული ქალის ფეხზე მყარად დგომა. ბევრ მშობელს აქვს ერთი აზრი (ქალიშვილისათვის განათლებისა და მისი სამსახურით უზრუნველყოფს ხელშეწყობა ზედმეტ ხარჯად მიაჩნია, ვინაიდან იგი გათხოვდება და შემოსავალს სხვას მიუტანს). ჩვენს საზოგადოებაში მამრობითი სქესის წარმომადგენლების აზრი უფრო მნიშვნელოვანია. თუ გოგონას სწავლის გაგრძელება სურს, თავისი ოჯახის ყველა მამაკაცს უნდა ჰკითხოს აზრი. ეს ბევრ ოჯახში ასეა. სამწუხაროდ, დღესდღეობით არაერთ ოჯახში მშობლები უფრო მეტად დაინტერესებულნი ბიჭების განათლებით არიან, ვიდრე გოგონების. მაგრამ არ იციან, რომ განათლებული ბიჭი ნიშნავს განათლებულ ადამიანს, მაგრამ განათლებული გოგონა ნიშნავს განათლებულ ოჯახს, განათლებულ საზოგადოებას, განათლებულ ქვეყანას. მამაკაცის აზრის მნიშვნელობა ქალებისთვის არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ აქტიურ საზოგადოებასა და სოციალურ ცხოვრებაში ბარიერებს ქმნის. დღეს ქალი ნებართვის გარეშე ვერც ერთ შეხვედრაზე ვერ მიდის და საარჩევნო პროცესში ხმას იმას აძლევს, ვისაც მამა, ძმა ან ქმარი მიუთითებს. თუ, რა თქმა უნდა, მათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცემათ…
იმ ეთნიკურ ჯგუფში (სფეროში), რომელშიც მე ვცხოვრობ, გოგოებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ და ამაზე არავინ არაფერს საუბრობს, თუ მამა თანახმაა, ქალი ხმას ვერ ამოიღებს.
ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ჩვენს საზოგადოებაში მეორე და მესამე მხარის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალებისა და გოგონების აზრი, რომლებიც ამ ცხოვრებით იცხოვრებენ.
ქალების პრობლემებზე საუბარი არ მთავრდება.
საზოგადოების გადმოსახედიდან, თუ ქალი სექსუალური, ფიზიკური ან სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლია, დამნაშავე ამაში თავადაა. ასევე დამნაშავეა იმაში, თუ მას უღალატეს და გაშორდნენ. თუ მოკლავენ ან თავს მოიკლავს, დამნაშავე ისევ ქალია. ასევე დამნაშავეა იმაშიც, თუ ის თავის უფლებას მოითხოვს. საქმეები, რომლებიც მამაკაცის ხელის ჭუჭყია, ქალის სიკვდილის ორდერია. სამწუხაროდ, უამრავ ადმიანს ეს ფენომენად მიაჩნია.
თუ დღეს გვინდა ამ პრობლემების გადაჭრა, 13 – 14 წლის გოგოებისათვის მზითვის ყიდვის ნაცვლად, მათ რვეულები და კალმები უნდა ვუყიდოთ, მივცეთ მათ განათლება და ვასწავლოთ ფეხზე დგომა, რითაც შევძლებთ შევქმნათ ძლიერი ქალის სიმბოლო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათ უკან ოჯახი დგას, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.
იმიტომ, რომ უამრავი გოგო და ქალი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც მათზე ყოველდღიურად ძალადობა ხდება და რადგანაც მათი ოჯახები მხარს არ უჭერენ რიგ მსგავს შემთხვევაში ისინი გამოსავალს სუიციდში პოულობენ.
მე ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა და ამის მთავარი მიზეზი ოჯახის მხრიდან მორალური მხარდაჭერაა.
English
ქართული