

საერთაშორისო ადვოკატირების მიმართულებით მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების თემაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – “საპროტესტო აქციების კონტექსტში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება” მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 59-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა, სადაც გამომსვლელებმა გაეროს Model Protocol-ის ციფრული კომპონენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში არსებული სიტუაცია მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რისკებზე, რომელთა წინაშეც საქართველოში პროტესტის მონაწილეები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები დგანან.
მედიის ინსტიტუტმა მოუწოდა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს, მიიღონ ზომები საქართველოს მიმართ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად.
English
ქართული